Thursday, September 19, 2013

პროექტი     My  day
პროექტის მიზანი:   თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წლის
პროექტის ხანგრძლივობა ერთი კვირა
საჭირო რესურსები: მუყაოს ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, პროექტორი
 მსვლელობა:
აქტივობა 1: მოსწავლეები  ეცნობიან მეკობრე  ჯეკის  დღის  რეჟიმს.
კითხვა-პასუხი: რას აკეთებს  ჯეკი 7 საათზე?  ის იღვიძებს. და ა. შ.
აქტივობა 2: ბავშვები ყვებიან და წერენ  თუ რას აკეთებენ თვითონ დღის მოცემულ დროს.
აქტივობა 3: ბავშვები ამზადებენ პატარა წიგნებს და წერენ საკუთარი საქმიანობის შესახებ, ხატავენ წიგნში თუ რას აკეთებენ.
ალტერნატიულად შეუძლიათ დაწერონ და დახატონ მუყაოს ქაღალდზე ანმოამზადონ დიდი პოსტერი.
შედეგი: პოსტერი,  პატარა წიგნები.
როდესაც დაამთავრებენ, აჩვენებენ და წაუკითხავენ კლასელებს.
შეიძლება გამოფენის მოწყობაც.
ხელმძღვანელი : ნადეჟდა შარიქაძე.